Saturday, June 20, 2009

the elected


MusicPlaylist
MySpace Music Playlist at MixPod.com




ეს სიმღერა დიდი ხანია ააგარ მომისმენია და რატომღაც დღეს გამახსენდა, ძაან მაგარია

Thursday, June 11, 2009

ქალის სურნელი


მოკლედ დღეს ავტობუსში ძალიან საინტერესო აბსტანოვკაში მოვხვდი. აი გრძელ ავტობუსებში რო ბოლოში ფეხზე სადგომი ადგილია მაქ მომიწია დგომა. ხოდა როგორც ყოველთვის გადაჭედილი იყო იქაურობა და ”ტკბილსურნელება” იდგა... და უცებ ჰოი საოცრებავ, ამ ავტობუსში ამოვიდნენ გოგოები, სამი ნუ ესე 17-18 წლის გოგო. ჩემთვის საბედნიეროდ ერთ-ერთი ჩემს წინ ”აღმოჩნდა”. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანს რომელმაც სუნამო მოიგონა და ის შესთავაზა ქალებს, დღეს მე მან მიხსნა. აღმოჩნდა რო ამ გოგოს ძალიან კაი სუნამო ესხა, მეც ვცდილობდი თავი როგორმე ახლოს დამეჭირა და რაც შეიძლება ღრმად ჩამესუნთქა. :შვებისსდამადლობისსმაილიკი:
სამწუხაროდ ეს გოგოები მალევე ჩავიდნენ ავტობუსიდან, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ მათ დღე გადამირჩინეს. ხშირად ადით ხოლმე ავტობუსებში გოგოებო, სუნამო დაისხით და ისე ადით, დამიჯერეთ ამით ბევრს დაეხმარებით!

Saturday, June 6, 2009

დავდნით და ეგაა


ისე ჩამოცხა ჩვენთან, მეც ვიფიქრე ერთ კაი გემრიელ ბლოგს შევქმნი-მეთქი. რა არი საჭირო ბლოგისთვის? სიყვარული, ჩახუტება და კლავიატურა, რომლის კლავიშებშიც საჭმლის ნარჩენები არაა ჩარჩენილი. სიყვარული და ჩახუტება ცოტა გადავდოთ და დავიწყოთ კლავიატურით. ამოვაბრუნოთ და კარგად დავფერთხოთ. ეხლა თითქმის ყველაფერი მზადაა, სიყვარული თავისი ჩახუტებიანად დავიტოვოთ ჯერჯერობით გულში, მერეც გამოგვადგება. მოკლედ, დაცხაო, როგორც დასაწყისში ვთქვი და ბაზარში სიარულიც გაჭირდა ცოტა არ იყოს. მარა ოჯახის მოსამარაგებლად რას არ იზამ კაცი?! ერთი ორი კილო ალუჩა, ცოტა მარწყვი და რა თქმა უნდა გულში შენახული ცოტაოდენი სიყვარული და ჩახუტება. ბაზარში რას არ მოისმენს ადამიანი . მარა განსაკუთრებულად ფამილარული გამოვლინებები მაინც დაგიამებს ამ ისედაც სიყვარულით და ჩახუტებით გაჟღენთილ გულს. ძალიან გამიხარდა როცა ერთმა ულვაშიანმა ბიძამ, რომელიც კარგად ”მოსუქებულ” მარწყვს მთავაზობდა, გულმოწყალედ გაიზიარა ჩემი დარდი ”ვდნებით ბატონო, ვდნებით”. ამოვედი სახლში და დამ წამლად ცივი ყავა და ნაყინი მომიმზადა. მიშველა. ებრძოლეთ სიცხეს ცივი ყავით და ნაყინით და რა თქმა უნდა, გულში უკვე ფესვებ გადგმული სიყვარულითა და ჩახუტებით. თუ ამანაც ვერ გიშველათ, რას ვიზამთ, ჩვენ კი არა, აგერ მყინვარები დნებიანო, ამბობენ. თუ ბაზარში გაივლით და დამჟღნარ მარწყვს შემოგაპარებენ, თუ სიცხე ისე შეგაწუხებთ, რო სიყვარულს და ჩახუტებას უკანა პლანზე გადაწევთ, თუ თქვენი კლავიატურის სიღრმეებშიც დაიბუდა კარიესმა, თუ ერთპიროვნულად ეთანხმებით ულვაშებიანი ბიძიას ნათქვამს, ნუ იდარდებთ! ჩვენ კი არა, დედამიწა დნება აგერ!