Saturday, August 8, 2009

ჯიუტი ხევსური

ჩემი ჯიუტი ხევსური გოგო. დღეს ჩემი დღე იყო. მე ვწყვეტდი სად უნდა წავსულიყავით. ჯერ ერთ კაფეში ვიყავით, ჩემი საყვარელი კროასანები ვჭამეთ, თვითონაც ძალიან მოეწონა. მერე წავედით ზოოპარკში. გზაში ვუყურებდი მის დიდ არა დიდსაც არა, ესეთ შემთხვევაში ამბობდნენ დიდრონ თვალებს და სიხარულს ვხედავდი, კიდე ჩემ სიყვარულს ვხედავდი, იმისასაც. დღეს ყველაზე კარგად ვიყავით. ვუყურებდი და ვხვდებოდი რო ბევრ რამეს დავთმობდი იმისთვის რო მას ყოველთვის ვუყურო დიდრონ, სიკეთით, ზრუნვით და ორივეს სიყვარულით სავსე თვალებში. ამაზე კარგი ვეღარაფერი იქნება. ზოოპარკში წავედით. ტირი ვითამაშეთ, მომიგო. ვერ შევეგუე, კიდე ვეთამაშე. მოვუგე. მერე კიდე მომიგო , ხოდა დავრჩი წაგებული. მარა ამ მოგებისგან გახარებული მისი სახის ნახვა უფრო დიდი სიამოვნება და სიხარულია ვიდრე თვითონ მოგება. მერე საცოდავი ჩაკეტილი ცხოველები ვნახეთ. ეგზოტარიუმში მაინც და მაინც იმ დროს შევედით როცა გველებს ჭამის დრო ქონდათ, ხოდა ყველა შუშას სწრაფად ვშორდებოდით. ვნახეთ ჩაკეტილი ჩიტები და გამცონარებული გეპარი, მარა ეხლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, განწყობას აფუჭებს. მერე რაგაც ატრაქციონზე ვიკატავეთ, ის მე ჩამეჭიდა მე კიდე დამჭერ რკინას ვიჭერდი. სკამებზე ჩამოვჯექით, ვცადე სიმღერა მესწავლებინა, იძახდა სმენა არა მაქო, სმენა ქონია უბრალოდ ხმა აქ დაუმუშავებელი. მაგასაც მივხედავთ მერე, როგორც გიტარას და ცეკვას. წამოვედით ისევ ისე ვუყურებდი, ალბათ არ მომბეზრდება არასდროს იმის გამეორება რო მიყვარს, არც მისთვის და არც ჩემთვის. გზაში პატარა დავა მოგვივიდა, ძველი მთის ტრადიზიცებზე და მგონი ცოტა გავაბრაზე, ჯიუტი ყოფილა. გავაბრაზე მარა ისიც შევამჩნიე რო არ შეუდზლია დიდხანს იყოს გაბრაზებული, არ ვიცი მხოლოდ ჩემზე თუ ზოგადად, ისევ ისე ვუყურებდი, ისევ ვუმეორებდი რო მიყვარს, ისევ მიმეორებდა რო მასაც და მიღიმოდა, შემომანათებდა თავის დიიიიიიიიიიდ თვალებს და ყველანაირი დავა მავიწყდებოდა. სახლამდე მივიყვანე. მთელი დღე შემეძლო ისე მეყურებინა, არა მარტო მთელი დღე, თუნდაც უსასრულობა. ყველაზე მაგარი დღე იყო ეს. ვერ ვხვდები აქამდე როგორი იყო ჩემი დღეები მისი დიდრონი თვალების და მზრუნველი ღიმილის გარეშე, მითუმეტეს არ ვიცი მომავალში როგორი იქნება. სოფელში მივდივარ, მომენატრება. მომენატრება ჩემი ხევსური გოგო, ჩემი პატარა, ჯიუტი ხევსური გოგო.

Thursday, August 6, 2009

დიდი მოსწავლე და პატარა მასწავლებელი

საშუალო სიმაღლის,ღია წაბლისფერი თმები, ჭორფლიანი ცხვირი, კეთილი გამოხედვა და მუდამ შეჭმუხნული წარბები,ეს სულ ფიქრობს და იმიტო. კითხვა უყვარს ძაან, ჩემზე ბევრად მეტი აქ ნაკითხი და მეც შტერად ვგრძნობ თავს მასთან. დიდია, სერიოზული და ჭკვიანი - მეც პატარად და ცანცარად ვგძნობ თავს მასთან. ჩემი პირველი მოსწავლე, გიტარას ვასწავლიდი, მაგრამ პატარა და ნაზი თითების გამო სწავლა გადავდეთ. ცეკვას ვასწავლიდი, ესეც გადავდეთ(რომ ვთქვა უნიჭობის გამო,რომ გადავდეთ ტეხავს უნდა წაიკითხოს მაინც). მოკლედ ჩემი პირველი და ყველაზე კაი მოსწავლეა რა. მე კიდე იმის მოსწავლე ვარ. რას მასწავლის არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ისეთი გრძნობა მაქ თითქოს ჩემი მასწავლებელია. ბევრჯერ მითქვამს რომ ყველგან თვალდახუჭული გავყვები და მზად ვარ სულ უკან ვდიო, უხარია და უკვირს რომ ესე ვფიქრობ.
ცოტა უფრო დაწვრილებით მოგიყვებით მასზე. ერთი წელი დავდოდით ერთად new art club-ში, ერთი წელი თითქმის ყოველ ოთხშაბათს და შაბათს ვხედავდი. საზაფხულო სკოლაში გავიცანი, აღმოვაჩინე, თურმე უსმენს ყოველთვის ჩემ მოთხრობებს და ნაწერებს, მე კიდე მისი ერთიც არ მომისმენია. წიგნშიც წაუკითხავს ჩემი მოთხრობები, მე კიდე სახელი და გვარიც არ ვიცოდი. სულ ვეკაიფები რო ჩემი ფანი ყოფილა. ფანი რომელსაც ვეთაყვანები. ვეთაყვანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! რომ იცოდეს როგორ მიხარია როცა მელაპარაკება, რომ იცოდეს როგორ მიხარია როცა მწერს, ან როგორ მიხარია როცა ვხედავ, როცა მიცინის, თუნდაც შეჭმუხნული წარბებით როცა მიყურებს, იმიტომ რომ ვიცი რო ფიქრობს, როცა ფიქრობს უფრო საყვარელია ვიდრე ნებისმიერი ადამიანი და არსება ამქვეყნად და უფრო მეტად ფილოსოფიური გამოხედვა აქ ვიდრე სხვა ნებისმიერ ფილოსოფოსს. ამ ყველაფერს ეხლა გაიგებს იმიტო რო ვიცი, წაიკითხავს, წაიკითხავს და ალბათ შუმლს შეჭმუხნის, ცოტა ხანი დაფიქრდება და მერე გაეცინება, გაეცინება და თან გაუხარდება ალბათ, მერე მომწერს და მე კიდე ერთხელ შევახსენებ რომ უზომოდ მიყვარს!

Wednesday, August 5, 2009

Time is running out!

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია და თავი მინდა შეგახსენოთ, მითუმეტეს არც ისე დაგიმახსოვრებივართ არავის ალბათ. ცოტა ხნის საზაფხულო სკოლაში ვიყავი წყნეთში. კაის არაფერს ველოდი მიუხედავად ყველაფრისა კაი გამოდგა მაინც. ყველანი იძახდნენ იქ როგორ მოენატრათ სახლი, აღარ უნდათ აქ და აღმოჩნდა რო გამომშვიდობებისას ყველა ტიროდა. რო ჩამოვედი სკაიპის კონფერეციებში გააგრძელეს ტირილი. კაი იყო მოკლედ, დავახლოვდით და ბოლოს იმდენად დავახლოვდით რო ბოროტად დაგვაშორეს ერთმანეთს. ბევრი საინტერესო რამე მოხდა იქ, მაგალითად ის რო ჯგუფი შევქმენი, ჩემი საკუთარი როკ ჯგუფი! ნუ მე როგორც ყოველთვის ხმა ჩამიხრჩა (ვინც არ იცით, ანუ ყველასთვის მინდა აქვე ავღნიშნო რომ წყნეთში ყოველთვის ხმა მიფუჭდება, ისე წყნეთის ჰაერს რა ხიბლი აქ?) ხოდა მე ვიყავი ჯგუფის ხმაჩახლეჩილი ვოკალისტი და კონცერტზეც არ მიმღერია და იმ ადამიანების გარდა ვინც პირველი ორი დღე არ ესწრებოდა ჩვენ რეპეტიციებს ვერავინ ხვდებოდა რას ვაკეთებდი ამ ჯგუფში.მერე ინგლისელი ბიძები ჩამოვიდნენ, იქაური სკოლის დირექტორები. მინისტრი მოვიდა და ამ ინგლისელმა დაგვაყენა და სტადიონზე ჰოკი-დოკი ცეკვა გვაცეკვა მხოლოდ კამერებისთვის, როგორც თვითონ გვითხრა. პინგ-პონგის მაგიდა გვედგა იქ, ხალხი თამაშზე უფრო ვიქრობდა ვიდრე ჭამაზე და ამიტო სასადილოზე პოპულარული ბორდიური იყო მაგიდის წინ. მარა ყველაზე კაი მაინც 5 წუთიანი დუშის დრო იყო! ხუთ წუთში დაიბანეთ ბავშვებო თან ცივი წყლით. თუ პირველი შეხვიდოდი ცხელი დაგხვდებოდა წყალი, მერე კიდე ნელნელა და ეტაპობრივად ცივდებოდა და ცივდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველას ძალიან გვყვარებია ერთმანეთი, ეს ხეპი ენდის პონტში რა, მაგრამ რაც უფრო მეტ იქაურს ველაპარაკები და რაც უფრო მეტი მახსენდება იქიდან მით უფრო მწყდება გული რომ წამოვედი, ყოველ დილით რო ვიღვიძებ მიკვირს რატო არ ვწევარ საძინებლად გადაკეთებულ საკლასო ოთახში სადაც 10 ორსართულიანი და ერთი უმეორესართულო ლოგინი დგას, მიტყდება რო არავის არ უშლის ხელს ძილში ჩემი ხვრინვა და არავის ვაღვიძებ დილით, არავინ არ ყვირის მოედანზე ”საღოლ ჯიმი”, აღარსად ისმის ჰოთკომპოტი, აღარ ვიხდი წყალში 10 თეთრს, აღარ ვიძინებ ღამე სახანძრო განგაშის შიშით, არავისთვისაა მონაწილეობა მთავარი და არა მოგება და რაც მთავარია აღარ არი აბაზანაში რიგები ( ამას თუ ისინი წაიკითხავენ ვინც ჩემთან ერთად იყო იქ მიხვდებიან რაზეა ლაპარაკი) და მოკლედ ამ ყველაფრის მერე, მაინც ყველას ის გვეწყინება რო დრო სწრაფად გადის, და როცა ჩემ ჯგუფთან ერთად, რეპეტიციის დროს, ვიმღერებ, თავს უკან გადავწევ, თვალებს დავხუჭავ, ყელს დავძაბავ და ბოლო ხმით ვიყვირებ OUR TIME IS RUNNING OUT!

Saturday, June 20, 2009

the elected


MusicPlaylist
MySpace Music Playlist at MixPod.com




ეს სიმღერა დიდი ხანია ააგარ მომისმენია და რატომღაც დღეს გამახსენდა, ძაან მაგარია

Thursday, June 11, 2009

ქალის სურნელი


მოკლედ დღეს ავტობუსში ძალიან საინტერესო აბსტანოვკაში მოვხვდი. აი გრძელ ავტობუსებში რო ბოლოში ფეხზე სადგომი ადგილია მაქ მომიწია დგომა. ხოდა როგორც ყოველთვის გადაჭედილი იყო იქაურობა და ”ტკბილსურნელება” იდგა... და უცებ ჰოი საოცრებავ, ამ ავტობუსში ამოვიდნენ გოგოები, სამი ნუ ესე 17-18 წლის გოგო. ჩემთვის საბედნიეროდ ერთ-ერთი ჩემს წინ ”აღმოჩნდა”. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანს რომელმაც სუნამო მოიგონა და ის შესთავაზა ქალებს, დღეს მე მან მიხსნა. აღმოჩნდა რო ამ გოგოს ძალიან კაი სუნამო ესხა, მეც ვცდილობდი თავი როგორმე ახლოს დამეჭირა და რაც შეიძლება ღრმად ჩამესუნთქა. :შვებისსდამადლობისსმაილიკი:
სამწუხაროდ ეს გოგოები მალევე ჩავიდნენ ავტობუსიდან, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ მათ დღე გადამირჩინეს. ხშირად ადით ხოლმე ავტობუსებში გოგოებო, სუნამო დაისხით და ისე ადით, დამიჯერეთ ამით ბევრს დაეხმარებით!