Wednesday, August 5, 2009

Time is running out!

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია და თავი მინდა შეგახსენოთ, მითუმეტეს არც ისე დაგიმახსოვრებივართ არავის ალბათ. ცოტა ხნის საზაფხულო სკოლაში ვიყავი წყნეთში. კაის არაფერს ველოდი მიუხედავად ყველაფრისა კაი გამოდგა მაინც. ყველანი იძახდნენ იქ როგორ მოენატრათ სახლი, აღარ უნდათ აქ და აღმოჩნდა რო გამომშვიდობებისას ყველა ტიროდა. რო ჩამოვედი სკაიპის კონფერეციებში გააგრძელეს ტირილი. კაი იყო მოკლედ, დავახლოვდით და ბოლოს იმდენად დავახლოვდით რო ბოროტად დაგვაშორეს ერთმანეთს. ბევრი საინტერესო რამე მოხდა იქ, მაგალითად ის რო ჯგუფი შევქმენი, ჩემი საკუთარი როკ ჯგუფი! ნუ მე როგორც ყოველთვის ხმა ჩამიხრჩა (ვინც არ იცით, ანუ ყველასთვის მინდა აქვე ავღნიშნო რომ წყნეთში ყოველთვის ხმა მიფუჭდება, ისე წყნეთის ჰაერს რა ხიბლი აქ?) ხოდა მე ვიყავი ჯგუფის ხმაჩახლეჩილი ვოკალისტი და კონცერტზეც არ მიმღერია და იმ ადამიანების გარდა ვინც პირველი ორი დღე არ ესწრებოდა ჩვენ რეპეტიციებს ვერავინ ხვდებოდა რას ვაკეთებდი ამ ჯგუფში.მერე ინგლისელი ბიძები ჩამოვიდნენ, იქაური სკოლის დირექტორები. მინისტრი მოვიდა და ამ ინგლისელმა დაგვაყენა და სტადიონზე ჰოკი-დოკი ცეკვა გვაცეკვა მხოლოდ კამერებისთვის, როგორც თვითონ გვითხრა. პინგ-პონგის მაგიდა გვედგა იქ, ხალხი თამაშზე უფრო ვიქრობდა ვიდრე ჭამაზე და ამიტო სასადილოზე პოპულარული ბორდიური იყო მაგიდის წინ. მარა ყველაზე კაი მაინც 5 წუთიანი დუშის დრო იყო! ხუთ წუთში დაიბანეთ ბავშვებო თან ცივი წყლით. თუ პირველი შეხვიდოდი ცხელი დაგხვდებოდა წყალი, მერე კიდე ნელნელა და ეტაპობრივად ცივდებოდა და ცივდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველას ძალიან გვყვარებია ერთმანეთი, ეს ხეპი ენდის პონტში რა, მაგრამ რაც უფრო მეტ იქაურს ველაპარაკები და რაც უფრო მეტი მახსენდება იქიდან მით უფრო მწყდება გული რომ წამოვედი, ყოველ დილით რო ვიღვიძებ მიკვირს რატო არ ვწევარ საძინებლად გადაკეთებულ საკლასო ოთახში სადაც 10 ორსართულიანი და ერთი უმეორესართულო ლოგინი დგას, მიტყდება რო არავის არ უშლის ხელს ძილში ჩემი ხვრინვა და არავის ვაღვიძებ დილით, არავინ არ ყვირის მოედანზე ”საღოლ ჯიმი”, აღარსად ისმის ჰოთკომპოტი, აღარ ვიხდი წყალში 10 თეთრს, აღარ ვიძინებ ღამე სახანძრო განგაშის შიშით, არავისთვისაა მონაწილეობა მთავარი და არა მოგება და რაც მთავარია აღარ არი აბაზანაში რიგები ( ამას თუ ისინი წაიკითხავენ ვინც ჩემთან ერთად იყო იქ მიხვდებიან რაზეა ლაპარაკი) და მოკლედ ამ ყველაფრის მერე, მაინც ყველას ის გვეწყინება რო დრო სწრაფად გადის, და როცა ჩემ ჯგუფთან ერთად, რეპეტიციის დროს, ვიმღერებ, თავს უკან გადავწევ, თვალებს დავხუჭავ, ყელს დავძაბავ და ბოლო ხმით ვიყვირებ OUR TIME IS RUNNING OUT!

1 comment:

  1. Dr td dttd ttd ttd dt
    Dd T dd T dT
    dr t d dr t d

    asinkamdraunin
    esfixieitd
    ai uana breik da spel zet iuv krieited..

    ReplyDelete