Thursday, August 6, 2009

დიდი მოსწავლე და პატარა მასწავლებელი

საშუალო სიმაღლის,ღია წაბლისფერი თმები, ჭორფლიანი ცხვირი, კეთილი გამოხედვა და მუდამ შეჭმუხნული წარბები,ეს სულ ფიქრობს და იმიტო. კითხვა უყვარს ძაან, ჩემზე ბევრად მეტი აქ ნაკითხი და მეც შტერად ვგრძნობ თავს მასთან. დიდია, სერიოზული და ჭკვიანი - მეც პატარად და ცანცარად ვგძნობ თავს მასთან. ჩემი პირველი მოსწავლე, გიტარას ვასწავლიდი, მაგრამ პატარა და ნაზი თითების გამო სწავლა გადავდეთ. ცეკვას ვასწავლიდი, ესეც გადავდეთ(რომ ვთქვა უნიჭობის გამო,რომ გადავდეთ ტეხავს უნდა წაიკითხოს მაინც). მოკლედ ჩემი პირველი და ყველაზე კაი მოსწავლეა რა. მე კიდე იმის მოსწავლე ვარ. რას მასწავლის არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ისეთი გრძნობა მაქ თითქოს ჩემი მასწავლებელია. ბევრჯერ მითქვამს რომ ყველგან თვალდახუჭული გავყვები და მზად ვარ სულ უკან ვდიო, უხარია და უკვირს რომ ესე ვფიქრობ.
ცოტა უფრო დაწვრილებით მოგიყვებით მასზე. ერთი წელი დავდოდით ერთად new art club-ში, ერთი წელი თითქმის ყოველ ოთხშაბათს და შაბათს ვხედავდი. საზაფხულო სკოლაში გავიცანი, აღმოვაჩინე, თურმე უსმენს ყოველთვის ჩემ მოთხრობებს და ნაწერებს, მე კიდე მისი ერთიც არ მომისმენია. წიგნშიც წაუკითხავს ჩემი მოთხრობები, მე კიდე სახელი და გვარიც არ ვიცოდი. სულ ვეკაიფები რო ჩემი ფანი ყოფილა. ფანი რომელსაც ვეთაყვანები. ვეთაყვანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! რომ იცოდეს როგორ მიხარია როცა მელაპარაკება, რომ იცოდეს როგორ მიხარია როცა მწერს, ან როგორ მიხარია როცა ვხედავ, როცა მიცინის, თუნდაც შეჭმუხნული წარბებით როცა მიყურებს, იმიტომ რომ ვიცი რო ფიქრობს, როცა ფიქრობს უფრო საყვარელია ვიდრე ნებისმიერი ადამიანი და არსება ამქვეყნად და უფრო მეტად ფილოსოფიური გამოხედვა აქ ვიდრე სხვა ნებისმიერ ფილოსოფოსს. ამ ყველაფერს ეხლა გაიგებს იმიტო რო ვიცი, წაიკითხავს, წაიკითხავს და ალბათ შუმლს შეჭმუხნის, ცოტა ხანი დაფიქრდება და მერე გაეცინება, გაეცინება და თან გაუხარდება ალბათ, მერე მომწერს და მე კიდე ერთხელ შევახსენებ რომ უზომოდ მიყვარს!

No comments:

Post a Comment